top of page

რეალობა ის არის, რომ [რუსეთი] კოლოსალური ტემპებით მიდის წინ, კოლოსალური. ფაქტიურად მარშის, ნახევარი მარშის სიჩქარით იღებენ ტერიტორიებს. კიევი ალყაშია და მთელი აღმოსავლეთ უკრაინის, მთელი უკრაინის ძალების 80% ალყის საფრთხეშია აღმოსავლეთ უკრაინაში ამიტომ, კატასტროფა არი. რავი, ერთი კვირის განმავლობაში ყველა დარწმუნდება ამაში

ასე გამოეხმაურა ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საკუთარი ტელევიზიის ეთერში.

ალტ-ინფო არაა ერთადერთი ქართული მედია საშუალება, რომელმაც ომის დასაწყისშივე მსგავსი ნარატივის გავრცელება დაიწყო. აღნიშნული განცხადება ერთგვარი ილუსტრაციაა იმ მიმართულებისა, რომელიც პრორუსულმა ნარატივებმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო - დასავლეთის უძლურება და ინსტიტუტების გაუმართაობა, რუსეთის არნახული შესაძლებლობები და უკრაინის მოღალატე, ფაშისტი მმართველობისგან გათავისუფლება - ქართული პრორუსული მედია საშუალებების ‘მესიჯბოქსის’ ძირითად განხილვის საგანს წარმოადგენდა.

24 თებერვლს რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო ომი, რომლის მსგავსიც ევროპას 1945 წლის შემდეგ არ უნახავს. რუსეთ-უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ თანამედროვე ომის ფიზიკური და საინფორმაციო განზომილება თანაბრად სასტიკი და მასშტაბური შეიძლება იყოს.

ქართულ პრორუსულ მედია საშუალებებში ომის გამომწვევ მიზეზებთან, მის მიმდინარეობასა და მასში ჩართულ მხარეებთან დაკავშირებით არაერთი გზავნილი გავრცელდა, რომელთა მიზანიც ომის საწყის ეტაპზევე მოსახლეობაში პრორუსული განწყობების ჩამოყალიბება იყო. ვინაიდან პირველ-ორ კვირაში ომით გამოწვეული შიში და უმწეობის შეგრძნება ყველაზე მწვავე იყო, რიგი მედია პლატფორმები და პოლიტიკური ძალები  საზოგადოებრივი განწყობების თავის სასარგებლოდ ფორმირებას შეეცადნენ.

ქართული მედია პლატფორმები, რომლებმაც რუსეთის სასარგებლო ნარატივის გავრცელება დაიწყეს, აღსანიშნავია: ალტ-ინფო, ობიექტივი, ასავალ-დასავალი, საქართველო და მსოფლიო, News-Front.

 

მათ მიერ გავრცელებული გზავნილები ძირითადად ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და რუსეთის მხარდამჭერი შინაარსის იყო.

Blue Skies and Yellow Fields

ანტიდასავლური გზავნილები

AT3I6938_2x.png

გიორგი ქარდავა

კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო

Irakli-Dotchviri-3_edited.jpg

ირაკლი დოჭვირი

სამოქალაქო აქტივისტი, საქართველო და მსოფლიო

AT3I6938_2x.png

გიორგი ქარდავა

კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო

 

 

„დასავლეთმა უკრაინა მიატოვა“, „უკრაინა გაწირეს“, „დასავლეთი არ აპირებს უკრაინას დაეხმაროს“ - ეს იმ  ფრაზების მოკლე ჩამონათვალია, რაც ქართულ პრორუსულ მედიაში აქტიურად ტრიალებდა ომის დასაწყისშივე. მსგავსი განცხადებების გაკეთება, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთისადმი და დასავლური ინსტიტუტებისადმი ნიჰილისტური განწყობების შექმნას ემსახურებოდა. ევროკავშირისა და ნატოს „უმოქმედობაზე“ აპელირება ქართულ პრორუსულ მედია პლატფორმებზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს იმის მტკიცებით, რომ დასავლეთი საფრთხეებისგან ვერ დაგვიცავს და ლიბერალური წესრიგი მარცხს განიცდის. რუსეთ-უკრაინის ომმა პრორუსულ ძალებს, მათ შორის, მედია პლატფორმებს, საშუალება მისცა საზოგადოების მოწყვლადობით ესარგებლათ, რაც, მათი მხრიდან, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობით გამოიხატა.

„ფაქტი არის, რომ უკრაინა მიტოვეს. მიატოვეს მე ვგულისხმობ პრაქტიკულად. ეხლა განცხადებებს და რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ოღონდ სანქციებზეც ბოლომდე ვერ შევთანხმდით, სვიფტიდან გამოვრთოთ რუსეთი და ბოლომდე გავანადგუროთ თუ არა ეს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, ეს არაფერი დამაიმედებელი რა თქმა უნდა უკრაინისთვის არ არის, ვინაიდან უკრაინა ელოდებოდა რეალურ ეფექტურ მხარდაჭერას“  

 

 

                                                                                                  

გარდა იმისა, რომ ქართული პრორუსული მედია, მაგალითად, საქართველო და მსოფლიო, შეეცადა საზოგადოებაში გაჩენილი შიში დასავლური ინსტიტუტების დისკრეტიდაციისა და მათდამი უნდობლობის გასაღვივებლად გამოეყენებინა,  აღნიშნული მედიის მთავარი სამიზნე გახდა აშშ-იც. მარტის დასაწყისიდანვე მათ ბრალი დასდეს აშშ-ის ომის პროვოცირებაში იმის მტკიცებით, რომ უკრაინის ომი ამერიკული გეგმის ნაწილია და ყველაფერი რაც ახლა ხდება ამერიკის ინტერესებს ემსახურება. გავრცელდა გზავნილები, რომ აშშ სიტუაციას თავის სასარგებლოდ იყენებს და ბაიდენის ადმინისტრაცია სწორედ უკრაინის ომით ცდილობს დაცემული რეიტინგის გამოსწორებას. რაც შეეხება ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეული მილიარდობით დოლარის დახმარებას, პრორუსული მედია საშუალებები ამ ფაქტს იმით ხსნიდნენ, რომ ეს არა ალტრუისტული, არამედ ანგარებიანი ქმედებაა და ამერიკა და ბრიტანეთი „ბოლო ცენტამდე გამოსწოვენ ამ ფულს უკრაინელებს და სანამ არ გადაახდევინებენ, მონებათ ეყოლებათ“. სწორედ ამიტომ, არცერთ მათგანს არ ავიწყდება იმ თანხის დასახელება, რა რაოდენობის იარაღი მიაწოდეს უკრაინას.

 

 

 

"ამ ომის გაჩაღებაში ბრალს ვდებ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ ქვეყნის ადმინისტრაციამ, რომელიც წლებია, იღვწის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გასაჩაღებლად, ბოლოს მაინც მიაღწია დასახულ მიზანს _ ერთი მოდგმის ხალხს ერთმანეთს ახოცინებს, თვითონ კი განზე დგას და იცინის" 

 

                

 

                            

ამერიკის მიმართ წაყენებული ბრალდებების გარდა, ანტიდასავლური განცხადებების კიდევ ერთ მთავარ ნარატივს წარმოადგენდა მტკიცება, რომ საქართველო და უკრაინა ფუჭად ელიან ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებას, ვინაიდან არც საქართველო და არც უკრაინა დასავლეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს და ჩვენი ქვეყანა რეალურად „არავის ადარდებს“. ისიც უნდა აღინოშნოს, რომ მსგავსი განცხადებები სიახლე სულაც არ არის და მრავალი წელია პრორუსული ნარატივის ძირითად ელემენტს წარმოადგენს.

მათი ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ საქართველოც და უკრაინაც მანიპულაციის მსხვერპლია, ვინაიდან დაგვაჯერეს, რომ ამ ქვეყნებს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანების პერსპქტივა ჰქონდათ. რეალურად კი ნატოში გაწევრიანება უტოპიაა და ამის დასამტკიცებლად "ევროპელი პარტნიორების" განცხადებებს იხმობენ. 

„ყველას მშვენივრად ესმის რომ როგორც უკრაინას ასევე საქართველოს, არავინ არ მიიღებს ვერც ნატოში რა თქმა უნდა და მით უმეტეს არც ევროკავშირში ...  აი ამ ნაბიჯით ცდილობს ოპოზიციის ასე ვთქვათ პრეტენზიებზე რომ ხელისუფლება პრორუსულ ნაბიჯებს დგამს აი ამ ბრალდებების განეიტრალების მცდელობაა“ 

რუსეთის მხარდამჭერი გზავნილები

უკრაინის ომის დაწყებისთანავე, აქტიურად დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც რუსეთის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა შემდეგი სახით: „უკრაინა კიევის რუსეთია“, „უკრაინა და რუსეთი მოკავშირეები არიან“, „მოძმე ერები“ და სხვ. ეს გზავნილები თანხვედრაშია რუსულ ნარატივთან, რომელიც პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თავის სტატიაში გააჟღერა: „ ... როცა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე მკითხეს, ვთქვი, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია - ერთი მთლიანობა. ...  ეს არაერთხელ მითქვამს და მე ამის მჯერა“[1]. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ პრორუსული მედიის ერთ-ერთ მთავარ ნარატივს რუსეთისა და უკრაინის მოკავშირეობასა და ძმობაზე აპელირება წარმოადგენდა.

რუსეთი ისეთ იარაღს ფლობს, რომელიც დასავლეთს ჯერ არ გააჩნია და არც ახლო მომავალში ექნება, შესაბამისად, მასთან წინააღმდეგობა ყოვლად უშედეგო იქნება. მსგავს განცხადებებს ვისმენდით ქართული პრორუსული მედიის ეთერით. რუსეთის უძლეველობის და მისი უბადლო იარაღის შესახებ მითების გავრცელება ამ ტიპის მედიისთვის რუსეთის იმიჯის გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება იყო.

„რუსეთს აქვს ის იარაღი, რაც არა აქვს ჯერ-ჯერობით დასავლეთს. დასავლეთი რა თქმა უნდა ამ იარაღის შექმნის პროცესშია და სწორედ მანამ, სანამ შექმნილი არ არის ეს იარაღი და ბირთვული პარიტეტი არის დაბალასებული, აი სწორედ ამიტომ ხდება ეხლა ეს ინტერვენცია, უკრაინაში"     

 

                                                         

 

AT3I6938_2x.png

გიორგი ქარდავა

კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო

arno-hidirbegishvili-3.jpg

არნო ხიდირბეგიშვილი

საქინფორმის მთავარი რედაქტორი, News-front

b03639ba0c0881426b9e82fd6ddacaa2_XL.jpg

შოთა მარტინენკო

ალტ-ინფო

1d30a0a38e5cd40918df02e2688ace49_XL_edited.jpg

თათია გაბრიჭიძე

ალტ-ინფო

ანტიუკრაინული გზავნილები

პრორუსული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული გზავნილები მიმართული იყო უშუალოდ უკრაინის წინააღმდეგაც. ყველაზე აქტიურად გავრცელებული მტკიცება შეეხებოდა უკრაინულ ფაშიზმს და მის დენაციფიკაციას, რის მიღწევასაც რუსეთი ამ ომით ცდილობს. პრორუსული მედია ამას რუსეთის უკრაინაში შეჭრის ძირითად მიზეზად ასახელებდა, რაც კარგად ხსნიდა რუსეთის ქმედების „სამართლიანობას“. უკრაინის დენაციფიკაციის აუცილებლობაზე  საუბარი 3 მარტს დაიწყო News-front-ის ეთერში.

"დღეს რუსეთმა უნდა გაანადგუროს ნეოფაშიზმი უკრაინაში, გაათავისუფლოს გმირი ქალაქები კიევი და ოდესა. ამოცანა გაცილებით რთულია, ვიდრე სირიაში, რადგან ორივე მხარეს სლავები არიან, უკრაინა კი ესაა რუსეთი, მისი ნაწილი, რომელიც ლენინმა, სტალინმა და ხრუშჩოვმა შექმნეს" 

ქართულ პრორუსულ მედიაში გავრცელებული განცხადებების თანახმად, ომის დასასრულებლად "ერთი სიტყვის თქმაც საკმარისია". გამოსავალი ამ ვითარებიდან უკრაინის მიერ ნატოსკენ სწრაფვაზე უარის თქმა. შესაბამისად, უკრაინაში დატრიალებულ უბედურებაზე, დანგრეულ ქალაქებსა და თავდადებული ადამიანების სიკვდილზე პასუხისმგებლობა უკრაინელ ფაშისტებს ეკისრებათ, რომლებიც ნატოში შესვლის პერსპექტივის სანაცვლოდ მზად არიან მთლიანად მოშალონ საკუთარი სახელმწიფო. 

                   

პრორუსული მედიის სამიზნე თავად ომში მყოფი ქვეყნის, უკრაინის, პრეზიდენტი, ზელენსკიც გახდა, რომელმაც „უღალატა თავის სამშობლოს“ და „უკრაინა ომში ჩაითრია“. აღნიშმულმა მედია პლატფორმებმა პარალელები გაავლეს 2008 წლის ომის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ „ჩადენილ დანაშაულსა“ და ზელენსკის მოღალატეობრივ ქმედებებს შორის. ზელენსკის მიმართ ბრალდებები 3 მარტიდან დაიწყო.

 

„ამერიკელებს ჭირდებათ სისხლი და რაც შეიძლება მეტი დანაკარგები...ზელენსკი ჩვეულებრივ ღალატს და სამხედრო დანაშაულს ჩადის უკრაინელი ხალხის წინაშე. უკრაინელ ხალხს ეხლა, რა დონეზეც წირავს, რაც მიშამ გააკეთა, ოღონდ გაზვიადებულ მასშტაბში...“  

უკრაინის მიმართ განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად, უნდობლობის გასაღვივებლად და „სანქციებზე არ შეერთების“ გასამართლებლად, გაჩნდა გზავნილები, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში არ დახმარებია არც ეკომონიკურად, არც პოლიტიკურად, და ეს მას არ აძლევს საშუალებას, ახლა ჩვენგან რაიმე მოითხოვოს. ამ კონტექსტში, არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა ადექვატურად იქცევა, როდესაც უარს ამბობს სანქციებზე მიერთებაზე, ოპოზიცია კი სიტუაციით სარგებლობს.

„2008 წელს ჩვენ რომ საქართველოში მიწასთან ვსწორდებოდით, სოფლებს ვკარგავდით და დორბლიანი კაცი ამას გვაზეიმებდა მაშინ უკრაინამ რუსული პროდუქციის იმპორტი ან რუსეთში უკრაინული პროდუქციის ექსპორტი თუ შეწყვიტა?! ჩვენდამი სოლიდარობის გამოსახატად დიპლომატიური ურთიერთობა თუ გაწყვიტეთ პატივცემულო უკრაინის მთავრობავ?! ქმედითი დახმარება სახელმწიფო დონეზე თუ აღმოგვიჩინეთ ჯარით, ირაღით ან გატენილი თვითმფრინავით სადაც უკრაინელი მოხალისეები იყვნენ?! რუსეთში თქვენი ბიზნესები თუ შეაჩერეთ მოძმე საქართველოსათვის სოლიდარობის გამოსახატად ან რუსეთში ჩასვლაზე თუ თქვით უარი?! პუტინსა და საქართველოს ოკუპაციის მომხრეებს თუ გამოუცხადეთ გავეშებული ბრძოლა? აი, ამდენ კითხვაზე პასუხი იცით რა არის? არა! არა და არა!“  

 

ართული პრორუსული მედიის ნარატივები უკრაინის ომზე

რომელი ნარატივი ჭარბობდა ცალკეულ პრორუსულ მედია საშუალებებში?

გტ.jpg

ტელეკომპანია ობიექტივი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, 24 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, ყველაზე ხშირად რუსეთის მხარდამჭერ ნარატივს ავრცელებდა. ობიექტივის საინფორმაციო გამოვების ეთერში არაერთხელ გააჟღერეს ნეიტრალიტეტის გამოცხადების აუცილებლობის იდეა. ხშირად ეს იდეა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ იყო გაჟღერებული. ნეიტრალიტეტის თემის პროპაგანდა ამ მედია საშუალების ეთერით არაერთხელ გაჟღერებულა გასულ წლებშიც.

unnamed.png

ალტ-ინფოს გადაცემებში „ალტ-ანალიტიკა“ და „ალტერნატიული ხედვა“ პრორუსული ნარატივის შემცველი გზავნილები მიმართული იყო დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ. ანტიდასავლური განცხადებები მოიცავდა მტკიცებას, რომ დასავლეთმა უკრაინა მიატოვა და უკრაინა მარტო დარჩა. გარდა დასავლური ინსტიტუტების დისკრედიაციისა, ამავე ეთერის საშუალებით ვრცელდებოდა მითები რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესახებაც. უკრაინა და რუსეთი კი წარმოდგენილი იყო როგორც ორი „მოძმე ერი“, რომელთა შორის შუღლის ჩამოგდებით ყველაზე მეტად ამერიკა სარგებლობს.

საქ.jpg

საქართველო და მსოფლიო ის მედია საშუალებაა, რომელმაც ომის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში წინ წამოწია ანტიუკრაინული ნარატივი, ისეთი განცხადებების გავრცელებით, როგორებიცაა, უკრაინის ფაშისტური მისწრაფებები, უკრაინა - ბირთვული იარაღის მზადებაში და სხვ. ამასთანავე, ხშირად ვრცელდებოდა ანტიდასავლური ნარატივი, რომლის თანახმადაც, უკრაინაში მიმდინარე ომი აშშ-ის სცენარით ვითარდება -  „ერთი მოდგმის ხალხი“ ერთმანეთს უპირისპირდება, ამერიკა კი  მდიდრდება.

ქართულ მედიაში პრორუსული ნარატივების გავრცელების შესახებ საუბრობს DFR LAB-ის მკვლევარი - სოფო გელავა. მისი შეფასებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით ქართული პრორუსული მედიის გზავნილები სრულად იმეორებს რუსული მედიის ნარატივებს. 

 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ქართული პრორუსული მედია უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებისთანავე შეუდგა რუსეთის სასარგებლო ნარატივების გავრცელებას. ომის პირველ ორ კვირაში, მაშინ, როცა საზოგადოება მომხდარით გამოწვეული შოკის ქვეშ იყო და შიშით ადევნებდა თვალს მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე სასტიკ მოვლენებს, პრორუსული მედია პლატფორმები შეეცადნენ ვითარება თავის სასარგებლოდ გამოყენებინათ და ომის სისასტიკის მიზეზად რუსეთის ნაცვლად დასავლეთი, დასავლური ინსტიტუტები გამოეყვანათ. მათ მიერ გავრცელებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და რუსეთის მხარდამჭერი გზავნილების ერთი ნაწილი ომის მიზეზების ერთმანეთისგან განსხვავებულ ახსნას გვთავაზობდა: უკრანული ფაშიზმი, დასავლური ინსტიტუტების გაუმართაობა, ამერიკული სცენარი. პრორუსული გზავნილების მეორე ნაწილი კი უშუალოდ რუსეთის, როგორც მოძმე ერის და ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი უძლეველი სახელმწიფოს, იმიჯის ტირაჟირებას ახდენდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ქართულ პრორუსულ მედიაში არაერთხელ გაავლეს პარალელი საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის - გაიხსენეს, როგორ მოიქცა უკრაინა 2008 წლის ომის დროს და შესაბამისად, რატომ არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები სანქციებთან არ შეერთების თაობაზე სამართლიანი. ამასთანავე, პარალელი გაავლეს ზელენსკისა და სააკაშვილს შორის, რომლებმაც სახელმწიფოები მოღალატეობრივად ჩაითრიეს ომში.

2_jgufi.jpg

ავტორი

ნინო ბერუაშვილი

bottom of page